უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობენ. საზღვარგარეთ დარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ. საქართველოს მიმართულებით უკვე დანიშნულია სპეცრეისები რამდენიმე ქვეყნიდან, თუმცა მდგომარეობას ეს სრულად მაინც ვერ ასწორებს.
მმართველი გუნდი წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის განცხადებით საქართველოს მოქალაქეები არ დარჩებიან ყურადღების მიღმა და მათ ჩამოყვანა სამშობლოში უახლოეს ორ კვირაში იგეგმება.
„თქვენ იცით, რომ მომდევნო ორი კვირა პრაქტიკულად არის გაწერილი, ჩვენ ეტაპობრივად ჩამოგვყავს საქართველოს მოქალაქეები და შემდეგ უზრუნველვყოფთ მათ საკარანტინო სივრცეებში განთავსებას და დაკვირვებას მათზე. შევძლებთ იმ ადამიანების ჩამოყვანას, ვინც არიან მსურველები ამის, არავინ მიატოვებს ჩვენ მოქალაქეებს არსად სადაც არიან იქ მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ
დახმარებას საქართველოს ასამდე მოქალაქე ითხოვს, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეები გერმანიიდან, სადაც ამ დრომდე რჩება სტუდენტთა 40 კაციანი ჯგუფი, მათი თქმით, საელჩომ ისინი დააბინავა საერთო საცხროვებელში, თუმცა საცხოვრებელში შესაბამისი პირობები შექმნილი არ იყო.
„გვიქირავეს ერთად ყველას, ეს იყო სრული კოშმარი, აქ იყო მოუწესრიგებელი სააბაზანოები, რომელიც საერთო იყო, შემდეგ დავურეკეთ ისევ ავუხსენით სიტუაცია და დღესდღეობით მოგვათავსეს იზოლირებულ ნომრებში“,-აცხადებენ საქართველოს მოქალაქეები.
შეგახსენბთ, ვენიდან გუშინ საქართველში 180 მოქალაქე ჩამოვიდა, ასევე რამდენიმე სპეცრეისი არის დანიშნული სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის არის ათენი, ამსტერდამი და ვარშავაა 4 აპრილს კი იგეგმება სპეციალური რეისი ლონდონი თბილისის მიმართულებით.