logo
ENG



საია: გვარამიას განაჩენი სამართლებრივად პრობლემურია, არსებობს საეჭვო გარემოებები

16 მაი 202213:32
3 წუთის საკითხავი
 
საია: გვარამიას განაჩენი სამართლებრივად პრობლემურია, არსებობს საეჭვო გარემოებები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ სამართლებრივად ნიკა გვარამიას განაჩენი პრობლემურია, ასევე, არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით.

"საია მონიტორინგს უწევდა სისხლის სამართლის პროცესებს და მიგვაჩნია, რომ გამოტანილი განაჩენი პრობლემურია როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით.

ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის და წილის მფლობელის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას", - ნათქვამია განცხადებაში.

საიას პირველადი შეფასება და სრული განცხადება გვარამიასთვის პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა