logo
ENG



საია: ქვეყანაში ბავშვთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული

02 ივნ 202010:15
3 წუთის საკითხავი
 

ბავშვთა უფლებებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია საია-შიც და ამბობენ, რომ ქვეყანაში ბავშვთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. მესამე სექტორში ამტკიცებენ, რომ „ბავშვთა კოდექსის“ შემუშავების მიუხედავად, პრობლემად რჩება კოდექსის ამუშავების კონკრეტული ვადა.

საია მოუწოდებს სახელმწიფოს, დროულად აამოქმედოს ბავშვთა კოდექსი. ამის გარდა ურჩევს კოვიდ 19 ის შედეგად დაზარალებული არასრულწლოვნებისთვის მხარდამჭერი პროგრამები შეიმუშაოს.

„პირველ მარტამდე მთავრობას უნდა მიეღო გარკვეული სოციალური პროგრამები, რომლებიც ბავშვების მხარდაჭერას და მათ დაცვას შეეხებოდა, თუმცა, არათუ პირველ მარტამდე არამედ დღემდე არ არის მიღებული. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დროულად გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ბავშვთა უფლებათა კოდექსი ამოქმედდეს დროულად. მთავრობამ უნდა განახორციელოს შესაბამისი პროგრამები იმისათვის, რომ კორონავირუსის ფონზე, რა რთულ მდგომარეობაშიც დღეს ბავშვები არიან, ეს საკითხები, რომ მაქსიმალურად განეიტრალდეს“, - აცხადებს საიას იურისტი ნიკა სიმონიშვილი.


close დახურვა