ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საია მიხეილ ჩხენკელის უწყებას ასაკობრივი ნიშნით დაყოფაში ადანაშაულებს. ვასილ ჟიჟიაშვილის განცხადებით, საუბარია 19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მყოფ აპლიკანტებზე, რომელთა გამოცდაში მიღებული ქულათა ჯამი წლოვანების მიხედვით სხვადასხვა კოეფიციენტზე მრავლდება. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ამ მიდგომით აპლიკანტების პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის შესაძლებლობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც მოსარჩლეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული თანასწორობისა და განათლების უფლებებს უზღუდავს.
საია განათლების სამინისტროს უჩივის
17 ნოე 202010:37
3 წუთის საკითხავი