სახალხო დამცველის აზრით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები საინფორმაციო კამპანიის სუსტი წერტილი იყო. როგორც ნინო ლომჯარიამ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ადამიანები ტელევიზორსაც კი არ უყურებს ხშირად, სწორედ ამიტომ საინფორმაციო კამპანიის სხვადასხვა კუთხით წარმართვაა საჭირო.
„საინფორმაციო კამპანიის სუსტი წერტილი იყო სწორედ ეს რეგიონები. რამდენიმე დღის წინ მეც მითხრეს წარმომადგენლებმა, რომ აქ მაინც იმართებოდა თავშეყრის ადგილები და მოსახლეობა უსმენდა სხვა ქვეყნების მაუწყებლებს, სადაც ამბობდნენ, რომ ეს საშიში ვირუსია რ იყო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრი ადამიანი ტელევიზორსაც კი არ უყურებს - საჭიროა ბროშურები, სოფლებში და ქუჩებში ხმოვანი შეტყობინებების გავრცელება - მრავალმხრივი სტრატეგია უნდა იყოს შემუშავებული. მხოლოდ მედიის საშუალებით მოსახლეობა ვერ იღებს ინფორმაციას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 61 შემთხვევაა დაფიქსირებული.
