თანამშრომლებს დევნიან, დირექტორებს ხელფასს უზრდიან, რეპრესიებით გაშვებულ კადრებს სტაჟიორებით ანაცვლებენ - კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას ახალი მტკიცებულებები ემატება. განსხვავებული აზრის გამო ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ფონდის კურატორი შალვა ლეჟავა გაათავისუფლეს. მას გასაუბრებაზე პირდაპირ ჰკითხეს რატომ იმყოფებოდა აქციაზე?