logo
ENG



საკარანტინე სივრცეებში, სადაც 50 ამომრჩეველზე მეტი იქნება, სპეციალური უბნები გაიხსნება

13 ოქტ 202013:27
3 წუთის საკითხავი
clock 509

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარის თქმით, საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირებისთვის არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მანამდე ცნობილი იყო, რომ საკარანტინე სივრცეში მყოფი პირებისთვის არჩევნები, შესაძლოა ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს გამართულიყო.

როგორც სულხან სალაძე ამბობს, ჯერჯერობით არჩევნების ჩატარების ფორმის საბოლოო პროექტი შეთანხმებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ საკარანტინე სივრცეებში, სადაც 50 ამომრჩეველზე მეტია, სპეციალური უბნები გაიხსნება. ხოლო იქ, სადაც 50 ამომრჩეველზე ნაკლებია, გადასატანი ყუთები იქნება. 

"ამ პროექტში სპეცუბნებისთვის, კენჭისყრის ჩატარების თარიღად 30 ოქტომბერი აღარ არის მოაზრებული სპეცუბნებისთვის. საუბარია, რომ 31 ოქტომბერს ჩატარდება ამ შემთხვევაშიც, ოღონდ იმ საკარანტინე სივრცეებში, სადაც 50-ზე ნაკლები ამომრჩეველი იქნება, არ გაიხსნება ცალკე უბნები", - განაცხადა სულხან სალაძემ.

ასევე, როგორც სალაძე აღნიშნავს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება გადასატანი ყუთით ექნებათ. ხმის მიცემის მსურველებმა ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 4 დღით ადრე უნდა მიაწოდონ.

"თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ექნებათ საშუალება, რომ მისცენ ხმა, უბრალოდ მათ 4 დღით ადრე უნდა დააფიქსირონ, რომ ხმის მიცემის სურვილი აქვთ. როგორც ხდება გადასატანი ყუთით სარგებლობის მსურველი პირების მიერ ზოგადად ჩვენი კანონმდებლობით, თუმცა ცხადია რეგულაციები განსხვავებულია", - ამბობს სულხან სალაძე.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საკარანტინე რეჟიმში 5 590 პირი იმყოფება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.


close დახურვა