გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე საჯარო რეესტრის მიერ ალტინფოს პარტიის გაუქმებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს "საშიში პრეცედენტია".
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს.
"ალტ-ინფოს პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ. რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ.
ცხადზე ცხადია, რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს. არაფერი ამაში სასიხარულო არაა, საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი ხედვები.
მსგავსი თითიდან გამოწოვილი საბაბით მიადგებიან ნებისმიერ არასასურველ პარტიას და ის რომ ალტ-ინფოს ლიდერები ციხეში უნდა იჯდნენ 5 ივლისის ორგანიზებისთვის, ამასთან არაფერ შუაშია"- წერს ჯაფარიძე.
საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფოს პარტია კონსერვატიული მოძრაობა გააუქმა.
პარტია რეესტრში 2021 წლის იყო დარეგისტრირებული.