logo
ENG



საკლასო ოთახებში სწავლის განახლების მოთხოვნით ნორიოში ადგილობრივები აქციას მართავენ

15 სექ 202212:30
3 წუთის საკითხავი
 

ნორიოში ადგილობრივი მოსახლეობა საკლასო ოთახებში სწავლის დროულად განახლების მოთხოვნით აქციას მართავს.

მათი თქმით, სკოლაში სარემონტო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და ამ დრომდე არ დამთავრებულა.

შესაბამისად, მოსწავლეებს არ აქვთ პირობები, რომ განათლება მიიღონ. სკოლაში 500-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

"2020 წელს დაიწყო პროექტი, ქართული ოცნების ხელისუფლების უმოქმედობის დამსახურებით, ვერ ჩაბარდა შესაბამის ვადებში, ვერ შეარჩიეს კომპანია, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა. ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას სკოლის ადმინისტრაციას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას ვაკისრებთ. ისინი არ გამოჩენილან ამ დრომდე და ვითხოვთ მათთან შეხვედრას. ჩვენ გვინდა, რომ მოსწავლეები დროულად დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს"- აცხადებს აქციის მონაწილე.

მათი თქმით, გამგეობამ მათ ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა ის არ აკმაყოფილებს იმ მინიმალურ სტანდარტებს, სადაც შესაძლოა, ბავშვებმა განათლება მიიღოს.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს. ისინი გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ.

დღეს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო.


close დახურვა