logo
ENG



საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს

25 ივნ 202016:37
3 წუთის საკითხავი
clock 998
kbq62eqf78cga10.jpg

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს.

ტურავას კანდიდატურას 5-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. რაც შეეხება მეორე კანდიდატ ირინე იმერლიშვილს, მან 4 მოსამართლის მხარდაჭერა მიიღო.

მერაბ ტურავა თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.  

შეგახსენებთ, 22 ივნისს „ფორმულამ“ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის მხარდაჭერა, სასამართლოს ე.წ. კლანმა მისი ძმის, თედო კობახიძის დაწინაურების სანაცვლოდ მოიპოვა. სწორედ კობახიძის ხმა იყო გადამწყვეტი, რადგან 9 მოსამართლიდან 8-ის პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო. მათგან 4 მერაბ ტურავას უჭერდა მხარს, 4 კი, ირინე იმერლიშვილს.


close დახურვა