საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შესახებ 3-დღიანი განხილვა დასრულდა და მოსამართლეები გადაწყვეტილების შესახებ გავიდნენ.
დიდი ალბათობით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ - მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს და შესაბამისად, დაიწყება თუ არა განხილვები, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სულ 4 სარჩელი იყო შეტანილი, რომელთა განხილვაც 29 აგვისტოს დაიწყო.