logo
ENG



სალაძე - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე გახდება ადამიანი, ვისაც კლანის მხარდაჭერა ექნება

18 ივნ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა წარდგენას გამოეხმაურა.

სალაძე ფიქრობს, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ის ადამიანი გაიმარჯვებს, ვისაც ე.წ. კლანის მხარდაჭერა ექნება.

„საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც სასამართლო ინსტიტუტი არის მნიშვნელოვანი, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები, რაც ჩვენ ვნახეთ, ვგულისხმობ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ ორი ახალი მოსამართლის დანიშვნას, ეს იყო პროცესი, რომელმაც დააზიანა თავად საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯი. დღეს ვინც არ უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, დიდი ალბათობით ეს იქნება ადამიანი, ვისაც ექნება კლანის წარმომადგენლების მხარდაჭერა“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. 9 მოსამართლიდან 5-მა თავმჯდომარედ მერაბ ტურავას კანდიდატურა წარადგინა, 4-მა კი, ირინა იმერლიშვილის.


close დახურვა