logo
ENG



სალივანი: უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი, თუ მას საკმარისი დახმარება მიეწოდება

26 თებ 202415:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/26/g0t5h86juwaygq9.jpg

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი, თუ მას საკმარისი დახმარება მიეწოდება.

"რა თქმა უნდა, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს. რა თქმა უნდა, უკრაინამ უკვე მიაღწია წარმატებას, სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს, რომელიც მან დაისახა - არ დაუშვას ქვეყნის რუსეთის ხელში ჩავარდნა. მან [უკრაინამ] ეს უკვე გააკეთა.

უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსული საოკუპაციო არმია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინულ ძალებს საკმარისი დახმარება მიეწოდება", - ამბობს სალივანი.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრიდან 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში 180 000 რუსი სამხედროა დაღუპული, 500 000-ზე მეტი კი დაჭრილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული.


close დახურვა