logo
ENG



სალომე ზურაბიშვილის თქმით მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენები ძალაუფლების დაშლას მოასწავებს

02 სექ 202619:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/02/wyou5v01f9907t1.png

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  ოცნების ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილებისა და მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ შექმნილი ვითარება შიდა დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღრმავებაზე მიუთითებს.

„ეს არის 'აურზაური სალხინეთში', ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს. როგორც ჩანს, არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი. ეს არის ბოლო ფურცელი ამათი შიდა უნდობლობისა და დაპირისპირების. ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს ყველაფერს აბრალებენ — ეს არის ძალაუფლების დაშლის ერთ-ერთი მომენტი, რომელსაც არც წინაპირობა გააჩნია და არც ახსნა-განმარტება“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, რეჟიმი პარანოიული გახდა, სადაც არავის არავისი ნდობა არ გააჩნია და ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, რომ შესაძლოა კორუფციის ბრალდებით ციხეში აღმოჩნდნენ. მან ასევე დასძინა, რომ კორუფციის თემები ძირითადად სწორედ ხელისუფლებიდან მოდის და აღნიშნული პროცესები რეჟიმის დასასრულის ბოლო ეპიზოდია.


close დახურვა