logo
ENG



სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციიდან ერთი წელი გავიდა

16 დეკ 201920:55
3 წუთის საკითხავი
 
1it5dhk5vex2sqx.jpg

სალომე ზურაბიშვილის აღსაყდრებიდან, ანუ ინაუგურაციიდან ერთი - სკანდალური შეწყალებებით, დამაზიანებელი გადაწყვეტილებებითა და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით დატვირთული წელი გავიდა. ბიძინა ივანიშილის მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ამ მოკლე დროში მოახერხა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ყველაზე არაპოპულარულ პოლიტიკოსებს შორის დაწინაურებულიყო. 

საქმიანობიდან ერთი წლის თავზე სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლე საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის ღიად გამოაცხადა, მაგრამ იქ დღეს „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. როგორც ჩანს, ანტიკვარიატი, მათ შორის რუსული, რომელიც მილიონობით ლარი დაჯდა, მხოლოდ პრეზიდენტის და მისი გარემოცვის სანახავია.  


close დახურვა