logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი: არავის აქვს უფლება შელახოს ეკლესია

04 მარ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

"გაუცხოების შედეგია რწმენის და ეკლესიის შელახვის მცდელობები",-ასე აფასებს  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ ეკლესიაში და მასთან მიმართებაში მიმდინარე მოვლენებს. როგორც მან პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, სწორედ ეკლესიაზე დგას ქვეყნის ერთაინობა და მისი შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს. 

"თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც თავსიფულება სუფევს, ყველას აქვს და საქართველოში ყველას ჰქონდა აღმსარებლობის არჩევანის უფლება. თუმცა არავის აქვს უფლება შელახოს ინსტიტუტი, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. ჩვენი ტრადიციული ღირებულებები - შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა. ეს ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში. სოლიდარობის გარეშე მსოფლიო ვერც ერთ დიდ გამოწვევას ვერ გამუკლავდება, შემწყარებლობას ალტერნატივა არ აქვს. ეს იყო გზავნილი ხოლოკოსტის 75-ე წლისთვის მიძღვნილ ფორმუზე, სადაც 43 ქვეყნის ლიდერი იყო შეკრებილი-",აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

 


close დახურვა