საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზურაბიშვილის აუდიენცია რომის პაპ ფრანცისკესთან.
ასევე, გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრა.