სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდი ღიად ემუქრება - არ იფიქროს შეწყალებაზე, თორემ სააკაშვილის გვერდით აღმოჩნდება. თავდასხმის ახალი ტალღა ლე-მონდთან პრეზიდენტის ინტერვიუს მოჰყვა. ზურაბიშვილი ლაპარაკობს ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე, მის პრორუსულ არჩევანზე.
ყველაზე მეტად ოცნება გააღიზიანა იმან, რომ პრეზიდენტმა ივანიშვილს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქი უწოდა. ხელისუფლებას სამიზნეში ჰყავს ამოღებული პრეზიდენტის ძმაც, რომელმაც სანაიასთან ინტერვიუში დაამატა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. პრეზიდენტის წინააღმდეგ აქტიურობენ ზურაბიშვილის ნაცვლად ბანერზე გაკრულებიც და ისინიც, ვინც ამას იბრალებს.