logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიანს ხვდება

01 მარ 202219:14
3 წუთის საკითხავი
 
სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიანს ხვდება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიანს ხვდება.

ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში, გუშინ კი საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

გუშინვე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც უკრაინისადმი მხარდაჭერის კუთხით საქართველოს პოზიციაზე ისაუბრა.

"ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას [რუსეთს] ჩააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც უნდა გავხდეთ ამ ერთიანობის ნაწილი. დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, რომ სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მომავალი, ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ", - თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა