logo
ENG



სალომე სამადაშვილი ლელოს უერთდება და ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობას სთავაზობს

22 აპრ 202119:43
3 წუთის საკითხავი
 
სალომე სამადაშვილი ლელოს უერთდება და ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობას სთავაზობს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ლელოს ინიციატივას უერთდება და ევროკავშირს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ მიმართავს. ამის შესახებ სამადაშვილი facebook-ზე წერს.

სამადაშვილი წერს, რომ ის მზადაა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს თავდებში პირადად ჩაუდგეს. 

მისივე თქმით, შარლ მიშელის წარმოდგენილი დოკუმენტის ტექსტში ფორმულირება ნიკა მელიაას გათავისუფლების ყველა შესაძლო გზას ითვალისწინებს.

"იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასთავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას", - წერს სამადაშვილი.

ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე facebook-ზე წერს და ამბობს, რომ ევროპარლამენატრები მზად არიან ჩაერთონ ლელოს ინიციატივაში და თავდებში ჩაუდგენენ ნიკა მელიას. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს. 

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 


close დახურვა