logo
ENG



სამადაშვილი რუსულ კანონზე: სახალხო მობილიზაციის დაწყებაა საჭირო ხელისუფლების შესაცვლელად

03 აპრ 202413:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/03/y5gzjaei4u56a2u.jpg

არანაირი რუსული კანონის შეჩერება, არანაირი კანდიდატის სტატუსი არ უშველის ჩვენს ქვეყანას, სანამ რუსული ოცნების ხელშია მართვის სადავეები. ან ამ ხალხს დავასრულებთ, ან დაემშვიდობება საქართველო დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით.

ახალი რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით არა, სრული სახალხო მობილიზაციის დაწყებაა საჭირო ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით. რა კვოტები და რა გენდერული თანასწორობა, ქალიან კაციანად უუფლებო მონებად სურთ გადააქციონ მთელი ერი.


close დახურვა