logo
ENG



სამგზავრო ავტობუსის და მისი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

15 აგვ 202010:25
3 წუთის საკითხავი
clock 945
zr1ajujsfac0pyn.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, 1 პირი -1974 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა.

„პოლიციამ გ.ჯ. ხობში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


close დახურვა