logo
ENG



სამგორის საოლქო კომისიასთან ნაციონალური მოძრაობის წევრი დააკავეს

11 ნოე 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

სამგორის საოლქო კომისიასთან სამართალდამცველებმა ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესიკ გაზდელიანი დააკავეს.

ის საოლქო კომისიის შენობის კედელზე სტიკერებს აკრავდა, რაზეც პოლიციამ გააფრთხილა, შემდეგ კი დააკავა.

საოლქო კომისიების შემაჯამებელი სხდომები 15:00 საათისთვის უნდა დაიწყოს. ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები კომისიებში მიმდინარე პროცესს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ახლაც მიმდინარეობს გაყალბება. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.


close დახურვა