სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სოფელ სამებასთან დღეს მესამე მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 22:25 საათზე დაფიქსირდა და მათი სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდას შეადგენდა.
დღეს ბიძგები დაფიქსირდა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთანაც - ბოლო 24 საათში საქართველოში 8 მიწისძვრა მოხდა.