logo
ENG



სამების ტაძარში მოქალაქეების შეშვება დაიწყო

22 მარ 202610:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/22/s1tlfpsqj6j0k9w.png

სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს და მოქალაქეები ტაძარში ეტაპობრივად შედიან.

მანამდე მრევლი ტაძრის ეზოში იმყოფებოდა და მიმდინარე მსახურებას გარეთ დამონტაჟებული ეკრანებიდან ადევნებდა თვალს. ცოტა ხნის წინ კი ცენტრალური შესასვლელი გაიხსნა, რის შემდეგაც ტაძარში შესვლა დაიწყო.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად ადრე დაწესებული შეზღუდვებისა, დღეს წირვის დროს ტაძარში მცირე კორიდორია დატოვებული, რაც იმ ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომლებიც აქამდე ვერ მოხვდნენ, პატრიარქს პატივი მიაგონ. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამოქალაქო პანაშვიდზე ტაძარში მრევლის შეშვება 22 მარტის 02:00 საათიდან უნდა შეწყვეტილიყო და გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვებით ყოფილიყო შესაძლებელი, თუმცა დღეს დილით ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ტაძარში შესვლას ვერ მოახერხებენ, მათ პატრიარქთან დამშვიდობება შეეძლებათ დღეს, 15:00 საათიდან, ილია მეორის გამოსვენებისას, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე დაგეგმილი სამგლოვიარო მსვლელობისას.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან სასულიერო პირებიც.


close დახურვა