სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, ღამის საათებში უცხო პირებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს.
საუბარია მოძრავ სატელიტურ სადგომზე.
მანქანას ჩამსხვრეული აქვს ნათურები და სარკეები.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.