logo
ENG



სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულების სახლი დაწვეს

25 ივნ 202112:06
3 წუთის საკითხავი
 

სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულების სახლი დაწვეს. მანამდე, ბავშვის გაუპატიურების საქმეზე 2 კაცი დააკავეს. დაკავებულები მამა და შვილი არიან. მათი ასაკი 65 და 35 წელია. 

ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბავშვმა ძალადობის შესახებ დედას მოუყვა.

სავარაუდოდ, დამნაშავეები მსხვერპლს ემუქრებოდნენ, რომ ამბის მოყოლის შემთხვევაში მას მოკლავდნენ.

არასრულწლოვანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. 

შსს-ში საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით არის დაწყებული. 


close დახურვა