რვა წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 14 წლის ბიჭს სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გავრცელებული ინფორმაციით, განაჩენს დაკავებულის ოჯახი არ ეთანხმება და საქმის გასაჩივრებას გეგმავს.
14 წლის ბიჭი 4 აპრილს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
მოგვიანებით მას სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, როგორც ბრალდებულის ოჯახი ამბობს, მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო 45 დღეში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.