logo
ENG



სამეფო უბნის თეატრი: მოგვეცით მუშაობის საშუალება 1-ლი ოქტომბრიდან

09 სექ 202019:17
3 წუთის საკითხავი
 
yo2amdyqs810p7i.jpg

სამეფო უბნის თეატრი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, თეატრების გახსნა 1-ლი ოქტომბრიდან 1-ლ ნოემბრამდე გადავადდა.

თეატრი ითხოვს, რომ არ შეიცვალოს დადგენილი თარიღები და ყველა რეგულაციის გათვალისწინებით მიეცეთ მუშაობის საშუალება 1-ლი ოქტომბრიდან.

"ჩვენ ვიცით, რომ როგორც წინა, ისევე ეს თარიღიც პირობითია და შესაძლოა, კიდევ მრავალჯერ გადაიდოს თეატრების გახსნა. ასევე, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ძალიან მალე, შეუძლებელი გახდება ღია ცის ქვეშ წარმოდგენების გამართვა.

ყველა თეატრი საქართველოში იაზრებს, რომ მაყურებლისა და თეატრის პერსონალის უსაფრთხოება იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, განსაკუთრებით კი დღეს შექმნილ ვითარებაში, ამიტომ მომავალი სეზონი მთლიანად დადგენილი რეგულაციების დაცვით დავგეგმეთ. მოვითხოვთ, სხვა მრავალი დაწესებულების, სფეროს, თუ სექტორის მსგავსად, ჩვენც მოგვეცეს მუშაობის გაგრძელების უფლება.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით ლოგიკასმოკლებული სიმკაცრის რეგულაციების შემუშავებას სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა დაწესებულებები შედარებით თავისუფლად აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.

მოვითხოვთ, სახელოვნებო ორგანიზაციებთან დიალოგისა და ეფექტური კომუნიკაციის ფარგლებში განიხილოს შექმნილი ვითარება, მოინახოს ამ ვითარებიდან გამოსავალი და დაუყოვნებლივ გადაიხედოს დღევანდელი დადგენილება, რათა 1 ოქტომბრიდან მოგვეცეს მაყურებელთან შეხვედრისა და ჩვენი საქმიანობის აღდგენის უფლება". - წერია განცხადებაში.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საკოორდინაციო საბჭოს 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თეატრების და კინოთეატრებითეატრების, კინოების, ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო 1 თვით - 1-ლ ნოემბრამდე. ქორწილის და სხვა სოციალური ღონისძიებების მონაწილეთა რაოდენობა 10 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

ამ ეტაპზე გახსნილია ყველა ტიპის დაწესებულება, გარდა კინოთეატრებისა და თეატრებისა, ასევე, აკრძალულია სტადიონზე მაყურებლის დაშვება.

 


close დახურვა