დღეს პროპაგანდისტულმა სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს.
შესაბამისი ინფორმაცია იმედის საინფორმაციო გამოშვებაში 17:00 საათზე გავიდა.
სამთავრობო მედიის, იმედის ცნობით, "შედგება შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და ჯეიმს ო'ბრაიენს შორის და შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის სანქციებს, რის შემდეგადაც ივანიშვილი გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს".
ინფორმაცია ტელეკომპანიამ ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა, თუმცა ის გარკვეული დროის შემდეგ წაშალეს.
რაც შეეხება რუსთავი 2-ს, ინფორმაცია ტელეკომპანიის ვებ გვერდზე 15:52 საათზე ხელისუფლების პროპაგანდისტ ექსპერტზე, ზაალ ანჯაფარიძეზე დაყრდნობით გამოქვეყნდა, გარკვეული დროის შემდეგ კი ნიუსი წაშალეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპისა და აზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოს 14-17 მაისს ეწვევა.