logo
ENG



სამინისტრო: ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას 3 კლინიკა დაემატა

15 თებ 202414:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/15/iuwoj9s6ba67bo9.png

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და 3 ახალი კლინიკა დაემატა - აჯიბადემის ჰოსპიტალი, ლივ ჰოსპიტალი და ჰოსპიტალი მემორიალი.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა.

სამინისტროს ცნობით, ბირველ ეტაპზე, ბენეფიციარები, სამედიცინო სერვისებს ესპანეთის ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის, ისრაელის თელ ავივის იხილოვისა და თურქეთის ანადოლუს სამედიცინო ცენტრებში იღებდნენ.  

სამინისტროში აცხადებენ, რომ დღემდე, პროგრამაში, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა, და პროტონოთერაპია.

"18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა.

აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. 

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა.


close დახურვა