logo
ENG



სამიტის შემდეგ ბაიდენმა სი ძინპინს კვლავ დიქტატორი უწოდა

16 ნოე 202312:02
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან არ შეიცვალა თავისი შეხედულება სი ძინპინთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ფაქტობრივად დიქტატორია. ეს კომენტარი მან ჩინეთის ლიდერთან ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სან-ფრანცისკოში სი ძინპინთან მოლაპარაკებების შემდეგ ბაიდენმა პრესკონფერენცია მარტომ გამართა. მას ჰკითხეს, აქვს თუ არა იგივე შეხედულება, რომ სი დიქტატორია.

"ეს ასეა. ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ ისაა ადამიანი, რომელიც მართავს ქვეყანას, რომელიც კომუნისტურია, დაფუძნებული მმართველობის ფორმაზე, რომელიც ჩვენგან სრულიად განსხვავებულია", - თქვა ბაიდენმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ "მტკიცედ ეწინააღმდეგებიან" ამ შეფასებებს, თუმცა მათ არ უხსენებიათ ბაიდენის სახელი.

"ეს განცხადება არის უკიდურესად არასწორი და უპასუხისმგებლო პოლიტიკური მანიპულაცია", - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს რუტინულ ბრიფინგზე.


close დახურვა