სოფელ უნწაში ადიგენის მერიამ კათოლიკეებს სამლოცველო დააცლევინა. მრევლი სალოცავი სივრცის გარეშე დარჩა. შენობა, რომელშიც ლიტურგია ბოლო 15 წლის განმავლობაში სრულდებოდა, რეაბილიტაციის მოტივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით დაიხურა. ამის შემდეგ კი დაპირებული რეაბილიტაცია არც დაწყებულა, შენობას კათოლიკეების გარდა, მართლმადიდებელი მრევლიც იყენებდა, იყო საგანმანათლებლო შეკრებების ადგილი.
სამლოცველოს რეაბილიტაციის პროცესი
19 სექ 202220:31
3 წუთის საკითხავი