logo
ENG



სამნიძე: დამირეკეს სუს-იდან და მკითხეს, ფეისბუქზე თქვენ დაწერეთ თუ არა პოსტი კოვიდ 19-ზეო

25 ივნ 202021:58
3 წუთის საკითხავი
 
mwgz9lfsmrs7ctn.png

„რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაურეკეს და სოციალურ ქსელში მის პოსტთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელიც კოვიდ 19-ს ეხებოდა.

სამნიძეს თქმით, საქმე მის მიერ ფეისბუქში განთავსებულ პოსტს ეხება.

„დამირეკეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ოფიციალურად გირეკავთო, თქვენ დაწერეთ თუ არა ესა და ეს პოსტი ფეისბუქზეო. პოსტი კოვიდ19-ის შესახებო. რა სუს-ის საქმეა, რას დავწერ-თქო და არა, გინდა თუ არა მიპასუხეთო, ქალბატონო ხათუნაო. ოფიციალურად მომწერეთ, რა ფბ პოსტებს დასდევთ-თქო.

მეორედ რო დარეკა, ელენე ხოშტარიამ უპასუხა, დაახურა და რაღაც აღარ რეკავენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხომ კარგად ხართ?“, - წერს სამნიძე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ფორმულას“ განუცხადეს, სამნიძე სუს-ში საბოტაჟის საქმეზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

„მოწმის სტატუსით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, საბოტაჟის საქმეზე „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის გამო“, - განაცხადეს სუს-ში.  

 


close დახურვა