logo
ENG



სამოქალაქო აქტივისტებმა ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერად აქცია გამართეს

07 ივლ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 
m8xx1fpjtckv3p0.jpg

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს, აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ თეა წულუკიანის ბრძანებით შენგელიას სანოტარო საქმიანობა უსამართლოდ შეუზღუდეს. შეკრებილები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. 

ბაჩანა შენგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მას ნოტარიუსის საქმიანობა 18 ივნისს შეუჩერდა - ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

შენგელია სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად მიიჩნევს. 2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და უწყების განცხადებით, მძიმე დარღვევები გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლაში მიმდინარე პროცესებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.


close დახურვა