სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად შეიქმნა, გამოავლინა, რომ ამ დროისთვის, საარჩევნო სიებში 683 გარდაცვლილი ადამიანია რეგისტრირებული.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ინფორმაცია გადამოწმებულია 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტში და მონაცემები მხოლოდ ამ 25 მუნიციპალიტეტის სიების შესწავლას ეფუძნება. საქართველოში სულ 73 მუნიციპალიტეტია.
შესაბამისად, სამოქალაქო საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია.
"1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი 683 მოქალაქე დღემდე ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან ინფორმაცია გადამოწმებულია მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 1930 წლამდე დაბადებული 3900-მდე პირიდან დღეის მდგომარეობით გარდაცვლილია 1311 მოქალაქე და მათგან 683 (17.5%) ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული.
Საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია. წარმოიდგინეთ რა მასშტაბს მიაღწევს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში, თუ გადამოწმდება 73-ვე მუნიციპალიტეტში ინფორმაცია იმ გარდაცვლილი პირების შესახებ, რომლებიც 1930 წლის შემდეგ დაიბადნენ და დღის მდგომარეობით გარდაცვლილები არიან". - აცხადებს სამოქალაქო საარჩევნო კომისია.