logo
ENG



სამტრედიაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში 53 წლის კაცი მოკლეს

28 დეკ 202009:28
3 წუთის საკითხავი
 

26 დეკემბერს სამტრედიაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში 53 წლის კაცი მოკლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე  - 1990 წელს დაბადებული ბ.გ განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოკლულს, მეზობლური დავის გამო, სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა