სამტრედიაში გარდაიცვალა 23 წლის ქალი, რომელმაც 5 დღის წინ ქუთაისის საავადმყოფოში გლანდების ოპერაცია გაიკეთა.
ქალს სისხლდენა გუშინ დაეწყო. ის სასწრაფო დახმარების სამსახურმა სამტრედიის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ქალი კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
ოჯახის ცნობით, გარდაცვალებამდე 1 დღით ადრე მას კლინიკაში გადასხმა გაუკეთეს, ექიმებმა კი უთხრეს რომ საშიში არაფერი იყო.
ნათესავები ფორმულასთან აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ აპირებენ, გამოძიებას მიმართონ.
კლინიკაში კი სადაც ქალს ოპერაცია გაუკეთეს აცხადებენ, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა და ანალიზების პასუხი სახლში გაწერისას დამაკმაყოფილებელი იყო.