ფორმულამ დღეს შოვის საკურორტო ზონა შემოიარა. ტერიტორია ახლა პირობითად ორ ნაწილად იყოფა - ადგილები, რომლებიც ღვარცოფმა დაფარა, სადაც ახლა სამძებრო-სამუშაოები მიმდინარეობს და სივრცე, რომელიც სტიქიას იმიტომ გადაურჩა, რომ გამანადგურებელმა მასამ იქამდე ვერ მიაღწია. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 21 ცხედარია ნაპოვნი. დღეს დანგრეული კოტეჯების ტერიტორიაზე მიაკვლიეს ბავშვისა და ქალის ცხედარს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სტიქიის ზონაში - მე-7 დღე
09 აგვ 202320:00
3 წუთის საკითხავი