logo
ENG



სამხარაული: სიმართლე არაა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ბიუროს მოსთხოვა ყინული და უარი ეთქვა

23 ივლ 202009:18
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლებმა ბიუროს მოსთხოვეს ყინული და მათ აღნიშნულზე უარი ეთქვათ. ამის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომლებშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ. 

"ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი“, – აღნიშნულია სამხარაულის ბიუროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის, ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი.

„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოსთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა.

ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული, ან სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბიურო მზად არის, იმოქმედოს ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად და მათ მიერ დასახელებულ ნებისმიერ დროს მოხდეს გვამის გადასვენება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ "მთავარს" განუცხადა, რომ შვილის ცხედარს ყინულის არქონის გამო ვერ გაატანენ

 


close დახურვა