logo
ENG



სამხრეთის სარდლობა: მტერმა ტაქტიკა შეცვალა, სახმელეთო პოზიციების დაკავება უჭირთ

18 აპრ 202314:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/18/cjhb7zn8h9n1uql.jpg

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, მტერმა ტაქტიკა შეცვალა, რადგან მათ სახმელეთო პოზიციების დაკავება უჭირთ.

"მტერმა შეცვალა ტაქტიკა იმის გამო, რომ სულ უფრო მეტად უჭირს სახმელეთო პოზიციების დაკავება. ჩვენ განვდევნეთ ისინი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიიდან. ისინი ხვდებიან, რომ არ შეუძლიათ. ადგილობრივი მოსახლეობის მიღმაც იმალებიან, ამიტომ ისინი საჰაერო თავდასხმებით ცდილობენ კომპენსაციას", - თქვა უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

ჰუმენიუკის თქმით, რუსული ძალების ტაქტიკა ტერორიზმის მაგალითია, რადგან მათი თავდასხმები არც ერთ სამხედრო ობიექტზე არ არის მიმართული. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მტერმა ბოლო სამი დღეა დრონებით შეტევები გააძლიერა.

"ისინი [რუსები] ცდილობენ ხერსონის ოლქის ტერიტორიას დაარტყან, კერძოდ, სნიგირევკას თემს. ოკუპანტები ცდილობენ, შეახსენონ უკრაინის მოსახლეობას, რომ მათ "გრძელი ხელები აქვთ". დეოკუოპირებული სნიგირევკა ერთ-ერთი ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ტერიტორიაა", - განაცხადა ჰუმენიუკმა.


close დახურვა