logo
ENG



სამხრეთის სარდლობა: სამხრეთით რუსების საბრძოლო აქტივობების შემცირება შეინიშნება

28 მარ 202313:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/28/rc5lbo82g44zvxk.jpg

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, სამხრეთით რუსების საბრძოლო აქტივობების შემცირება შეინიშნება.

"ჩვენი ქვედანაყოფების წარმატებული მუშაობის შედეგად განადგურდა მათი [რუსი ოკუპანტების] საბრძოლო პოზიციები. სამხრეთით შეინიშნება რუსების საბრძოლო აქტივობების შემცირება. ეს განპირობებულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების მუშაობით დნეპრის მარცხენა სანაპიროზე", - თქვა უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

ჰუმენიუკის თქმით, ოკუპანტებმა დაკარგეს უამრავი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი და ახლა მათ ვერ განათავსებენ ისე ახლოს, როგორც აქამდე შეეძლოთ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ხერსონის რეგიონში ოკუპანტებმა დაბომბვის რაოდენობაც შეამცირეს, მაგრამ ავიაციის დახმარებით შეტევას მაინც ცდილობენ.

19 მარტს, უკრაინის სამხრეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მტერი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის ახალ ტაქტიკას ეძებს, რადგან მასიურ დარტყმებს მათთვის სასურველი შედეგი არ მოუტანია.


close დახურვა