სამხრეთ კორეა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს უერთდება. განცხადება უშიშროების საბჭოზე ქვეყნის პრეზიდენტი მუნ ჯე-ინმა.
პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს.
"სამხედრო ძალის გამოყენება, რომელიც ზიანს აყენებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გამართლებული", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, სამხრეთ კორეა მხარს დაუჭერს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას შეიარაღებული აგრესიის შეკავებისა და მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიებაში.
- დასავლეთის სანქციები რუსეთს - რას მოიცავს და რა გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე