ფორმულას მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დღეს შეუჩერდა უფლებამოსილება იმ სამ პოლიციელს, რომელიც ლუკა სირაძის საქმეში ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოიკვეთა. ფორმულამ გარდაცვლილის დედის ინტერვიუს კვალდაკვალ, გამოიკვლია, რომ გამოძიებისთვის დედის მიერ დასახელებული სამართალდამცველები ისევ სისტემაში და პოლიციის იმავე განყოფილებაში რჩებოდნენ.
მათი შესაძლო ბრალეულობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ინსპექტორმაც აცნობა, თუმცა დისციპლინური სასჯელი პოლიციელებს მოზარდის გარდაცვალებიდან 7 თვის შემდეგ დაეკისრათ. ოჯახი დაგვიანებულ რეაქციაზე საუბრობს, პოლიტიკური ოპოზიცია კი ამბობს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის ტენდენცია ხელისუფლებისგან წახალისებულია.
დეტალები ნახეთ „ფორმულა ნიუსის“ 20:00-საათიან გამოშვებაში.