logo
ENG



სანაია პარლამენტში გომელაურის მოსმენაზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ

17 ივლ 202121:08
3 წუთის საკითხავი
 
სანაია პარლამენტში გომელაურის მოსმენაზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ
გვანცა ნემსაძე/ფორმულა

ხვალ, 18 ივლისს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები პარლამენტთან დახვდებიან. ამის შესახებ ფორმულას ტელეწამყვანმა, ვახო სანაიამ რუსთაველზე პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა. მან, ასევე მოუწოდა ოპოზიციას, რომ დაესწროს სხდომას და მინისტრის "ტყუილებს გაუწიონ წინააღმდეგობა". 

"ხვალ, ამ შენობაში მოდის 5 ივლისის ერთ-ერთი შემოქმედი, პირადად ჩემთვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ჩვენ, ჟურნალისტები ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ, რა შეგვიძლია", - თქვა მან. 

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მოუსმენენ. 

თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს ღირსების მარში უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა დილიდან დაიწყეს მობილიზება, დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს. 

ოფისების დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის მხოლოდ 15 ადამიანია დაკავებული. 

 

 


close დახურვა