logo
ENG



სანდრო ბრეგაძის მიერ ომბუდსმენზე ზემოქმედების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

13 ნოე 201910:15
3 წუთის საკითხავი
 
aqfef5ahfgboxtx.png
"ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველზე ზემოქმედების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. 
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა მარშმა" გუშინ ომბუდსმენის აპარატის ოფისთან აქცია გამართა. ბრეგაძე სახალხო დამცველისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა იმის გამო, რომ ნინო ლომჯარიამ მათ ძალადობრივი ჯგუფები უწოდა. 

close დახურვა