logo
ENG



სანიკიძე: ქართულმა საზოგადოებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ქართული ოცნება 2016 წელს მეორედ აირჩია

27 იან 202023:23
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გუბაზ სანიკიძემ „ქართული ოცნების“ მმართველობაზე ისაუბრა, მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც 2016 წელს „ქართული ოცნება“ მეორედ აირჩია, მისივე თქმით 2016 წლამდეც ჩანდა იმის სიმპტომები, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარიზმის გზას დაადგა.

„2012 წელს განუზომლად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მოჭარბებული ნდობის გამოყენება არის ორნაირი ან ავად ან კარგად, მან რატომღაც გადაწყვიტა და ავად გამოიყენა. ხალხის ნდობა ძალიან სახიფათო ნდობა არის, მაღალი რეიტინგი, როგორც გაძლევს შანსებს, რომ განახორციელო კარგი რაღაცეები, მაგრამ ცუდის შემთხვევაში ის ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს ხოლმე და ეს საფრთხე მივიღეთ ჩვენ, განსაკუთრებით 2016 წელს როცა უაპელაციოდ მხარდაჭერილი იქნა „ქართული ოცნება“ განმეორებით ჩვენი საზოგადოების მიერ. ჩვენი ეროვნული ხასიათი არის რომ ჩვენ სიმპტომებს არ ვაქცევთ ყურადღებას, სიმპტომები 2016 წლამდეც იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარიზმის გზით წავიდოდა. 2016 წელს იქნა სერიოზული შეცდომა დაშვებული ქართული საზოგადოების მიერ, როცა უაპელაციოდ იქნა არჩეული ისევ ქართული ოცნება“,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.


close დახურვა