logo
ENG



სანქციებს არ გამოვრიცხავთ - ექსპერტების შეფასებები

26 იან 202012:19
3 წუთის საკითხავი
 
c91e5gueg4nk1hg.jpg

აშშ-დან გამოგზავნილი კიდევ ერთი წერილი ექსპერტებისთვის მკაფიო გზავნილია. როგორც დარგის სპეციალისტები განმარტავენ, ამგვარი მოცემულობის ფონზე, არაა გამორიცხული სანქციების ამოქმედებაც. 

"თუ საქართველოს ხელისუფლება შემოატრიალებს გემს და ნამდვილად გაითვალისწინებს დასავლეთის გზავნილებს, შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დააბრუნებს, ესაა ერთადერთი გამოსავალი, რაც შეამცირებს იმ დანაკარგს და რეპუტაციულ ზიანს, რასაც საქართველო ყოველდღიურად იღებს. სხვა შემთხვევაში, საქართველო წავა საერთაშორისო იზოლაციისკენ და არც სანქციებს გამოვრიცხავ", - აცხადებს გიორგი რუხაძე.

ბათუ ქუთელიას თქმით კი, სანქციებამდე კიდევ რამდენიმე ბერკეტი და მექანიზმი არსებობს, რასაც დასავლეთი აუცილებლად გამოიყენებს.

"წლევანდელი არჩევნები იქნება მთავარი ტესტი და საქართველომ  ის უნდა ჩააბაროს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა გადადის ხელისუფლებაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოფს თანაბარი სათამაშო პირობები ყველა პოლიტიკური რგოლისთვის და პროცესები ნორმალურ დემოკრატიულ ჭრილში დააბრუნოს. რაც შეეხება სანქციებს, მანამდე კიდევ ბევრი ბერკეტია, რასაც ჩვენი პარტნიორები ალბათ გამოიყენებენ", - აცხადებს ქუთელია.

 


close დახურვა