რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკ მაკფოლი ამბობს, რომ საქართველოდან და ბელარუსიდან პირების დასანქცირების განხილვას იწყებენ. უცნობია, კონკრეტული სახელები და გვარები, თუმცა სიაში იქნებიან ინდივიდები საქართველოდან, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს. სანქციებზე მომუშავე ჯგუფი ითანამშრომლებს უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან. მაკფოლის განცხადებას წინ უძღოდა ზელენსკის უახლოესი გარემოცვის დავით არახამიას გზავნილი- "მოემზადოს ივანიშვილი, ის პირველი იქნება".
სანქცირების ჯგუფის სია
06 ივლ 202220:11
3 წუთის საკითხავი