logo
ENG



სანქცირებული ოლიგარქი: ნაბახუსევიდან გაღვიძებული გენერლები მიხვდნენ, რომ მძ**ერი არმია ჰყავთ

20 აპრ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/20/g7k4xz14giv33sp.jpeg

რუსი მილიარდერი და ოლიგარქი, ოლეგ ტინკოვი, ომის დაწყებაში რუსეთს ადანაშაულებს და დასავლეთს მოუწოდებს გააკეთოს ყველაფერი, რომ "ეს ხოცვა-ჟლეტა შეაჩეროს".

ტინკოვი იმ 65 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორისაა, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის უკანონო შეჭრის მხარდაჭერის გამო. უკრაინაში მიმდინარე ომს ბიზნესმენი ინსტაგრამზე გამოეხმაურა.

"ვერ ვხედავ ამ შეშლილი ომის ვერც ერთ ბენეფიციარს! უდანაშაულო ადამიანები და ჯარისკაცები კვდებიან. ნაბახუსევიდან გაღვიძებული გენერლები მიხვდნენ, რომ მათ მძ**ერი არმია ჰყავთ. საიდან იქნება არმია კარგი, თუ ყველაფერი დანარჩენი ქვეყანაში მძ**ერია და ჩაძირულია ნეპოტიზმსა და ჩინების დიდებაში. კრემლის ჩინოვნიკები შოკში არიან, რომ არა მხოლოდ ისინი, მათი შვილებიც ზაფხულში ხმელთაშუა ზღვაზე ვერ წავლენ. ბიზნესმენები ქონების ნარჩენების გადარჩენას ცდილობენ... რა თქმა უნდა, არიან დებილები, რომლებიც Z-ს ხატავენ, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში დებილი 10%-ია. რუსების 90% ამ ომის წინააღმდეგია.

ძვირფასო "კოლექტიურო დასავლეთო", გთხოვთ, მიეცით ბატონ პუტინს თავისუფალი გასასვლელი, რათა საკუთარი სახე შეინარჩუნოს და შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა. გთოვთ, უფრო რაციონალურები და ჰუმანურები იყავით", - წერს ტინკოვი.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათობით ქვეყანა რუს ჩინოვნიკებსა და კრემლთან დაახლოებულ პირებს სანქციებს უწესებს. 


close დახურვა